ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, სს "ნიკორას" გერმანიის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესტუმრნენ და კომპანიის კუთვნილი საწარმოები დაათვალიერეს.
ვიზიტი სს "ნიკორას" ხელმძღვანელობასთან შეხვედრასა და კომპანიის, როგორც ქართულ ბაზარზე მოქმედი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი ორგანიზაციის, საქმიანობასთან გაცნობას მოიცავდა.