სიახლეები
ნიკორას ქსელს ორი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

ნიკორას ქსელს ორი ახალი სუპერმარკეტი შეემატა

25 აპრ. 2015

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის გაფართოების პროცესი კვლავ გრძელდება. თბილისში, საბურთალოს რაიონში კომპანიამ ორი ახალი სავაჭრო ობიექტი გახსნა. იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე - კარტოზიას 8 ნომერში არსებული სუპერმარკეტი უკვე რამდენიმე დღეა ემსახურება მომხმარებელს, გუშინ კი ახალი ობიექტი სპორტის სასახლესთან - ალექსიძის 12 ნომერში ამოქმედდა.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქსელითაა წარმოდგენილი. კომპანია მის საკუთრებაში არსებულ 110-მდე ობიექტში, მომხმარებელს 8 ათასზე მეტი დასახელების პროდუქტს სთავაზობს. გამონაკლისი არც ახალი სუპერმარკეტები იქნება - ობიექტებში ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტების, ჰიგიენის საშუალებებისა და პირველადი მოხმარების საოჯახო ნივთების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.