სიახლეები
სს ნიკორამ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

სს ნიკორამ 10 მილიონი დოლარის ობლიგაციები გამოუშვა

06 ივლ. 2017

სს "ნიკორამ“ 10 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები გამოუშვა.

აღნიშნული ობლიგაციების განთავსებას (ინვესტორებზე გაყიდვას) შპს "თიბისი კაპიტალი“ უზრუნველყოფს.

ობლიგაციების ვადა ორი წელია, საპროცენტო სარგებელი წლიური 9 %. სარგებლის პროცენტის გადახდა კვარტალურად განხორციელდება. განაღდება კი 2019 წლის 28 ივნისს მოხდება. ობლიგაციების შეძენა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. რისთვისაც "თიბისი კაპიტალს“ უნდა მიმართონ.

სს "ნიკორას“ ობლიგაციების ემისიის საბოლოო პროსპექტი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უკვე დამტკიცდა.