სს ნიკორას შესახებ

"ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 25 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.


დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო  ქსელის განვითარება და  მომხმარებელს  მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი -  500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 9000-ს აჭარბებს.

"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018  სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა.

სს "ნიკორა": 200050675

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2 
დაწვრილებით

ნიკორა ტრეიდი - 2023 წლის ლიდერი კომპანიად დასახელდა

"ნიკორა ტრეიდმა“ "LEADER OF THE YEAR“ ჯილდო მიიღო. კომპანიას აღნიშნული პრიზი, შვეიცარიის სარეინტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცა. რიგით მე-17, საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოებაზე, პრესტიჟული ჯილდო 48 ქართულ და უცხოურ კომპანიას ერგო.     
დაწვრილებით
დეკ
20
2023

ნიკორა ჯგუფი მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებ...

"ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად, ხულოსა და წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს, კერძოდ საციხურისა და საყდრიონის საშუალო სკოლებს ვესტუმრეთ და საჩუქრად წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. ხოლო პირველიდან მერვე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ნივთები. პროექტის მიზა...
დაწვრილებით
ოქტ
25
2023

ნიკორას მხარდაჭერით თბილისში 180 ძირი კვიპაროსის ხე დაირგო

ვაგრძელებთ მხარდაჭერას და ამჯერად, ნიკორას დახმარებით ვარკეთილში 180 ძირი არიზონის კვიპაროსის ხე დაირგო. ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობები, ქალაქის მწვანე საფარის შექმნა, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. პროექტი თბილისის საკრებულოსთან ერთად "გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში განხორციელდა.
დაწვრილებით
ოქტ
04
2023

ნიკორა მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარებას აგრძელებს

"ნიკორა" მაღალმთიანი სოფლის სკოლების კომპიუტერებით, სასკოლო ნივთებითა და საკითხავი ლიტერატურით დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად შემდეგ სკოლებს ვეხმარებით: მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა; ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა; ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლა; იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალ...
დაწვრილებით
მაი
25
2023

ნიკორას მხარდაჭერით თბილისში 200-მდე კვიპაროსის ხე დაირგო

"ნიკორას“ მხარდაჭერით, ვარკეთილში, 200-მდე არიზონის კვიპაროსის ხე დაირგო. ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაცნობიერებთ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქის მწვანე საფარის შექმნასა და განვითარებას. ამიტომ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. პროექტი თბილისის საკრებულოსთან ერთად კამპანია "გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში განხორციელდა.  
დაწვრილებით
აპრ
04
2023

ჰოლდინგის შესახებ

ქრონოლოგიური ფაქტები

ფინანსური შედეგები