კომპანიის შესახებ

სს "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კვების პროდუქტების მწარმოებელი გახლავთ. კომპანია 1998 წელს დაარსდა, სულ მალე ლიდერის პოზიცია დაიმკვიდრა და მძლავრ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა.  

მცირე წარმოებით დაწყებული ბიზნესი დღეს სხვადასხვა მიმართულების საწარმოებს, მასშტაბურ სადისტრიბუციო ქსელს, რამდენიმე ბრენდის ქვეშ მოქმედ სავაჭრო ობიექტებსა და იმპორტიორ კომპანიებს აერთიანებს


"ნიკორას" ჰოლდინგის მფლობელობაშია:

 ხორცპროდუქტების ცენტრალური და რეგიონალური საწარმოები ქალაქ თბილისსა და ფოთში - ჯამური ყოველდღიური წარმადობა 60 ტონა.
 სასაწყობე მეურნეობები დედაქალაქში, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში.
თევზეულისა და ზღვის პროდუქტების წარმოებები, წარმადობით - 800-900 ტონა წელიწადში.
 სალათერია და პურ-ფუნთუშეულის საცხობი.
 ნაყინისა და რძის პროდუქტების საწარმოები.
 ფერმა - ინკუბატორი მწყერისა და მწყერის სასურსათო კვერცხის გამოსაყვანად.
 საკალმახე მეურნეობა - ცოცხალი კალმახისა და ორაგულისებრთა ხიზილალის წარმოება.
 სადისტრიბუციო ქსელი.
 კვების პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და ნედლეულის იმპორტიორი კომპანიები.
 ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელი

"ნიკორას" მუშაობის სტრატეგია - განვითარება/გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება/დანერგვის უნარი, შედეგია იმისა, რომ დღეს, ჰოლდინგი უკვე 500-მდე დასახელების პროდუქტს აწარმოებს, "ნიკორას", "ნუგეშის" და"ლიბრეს"  ბრენდის ქვეშ მოქმედ 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს ფლობს, კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა კი 9000 აჭარბებს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ კომპანია თავად უზრუნველყოფს საკუთარი წარმოებების ნედლეულით მომარაგებას და აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ იმ ავტორიტეტულ ქარხნებთან თანამშრომლობს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებსა და აშშ- ამარაგებენ. ამას გარდა, "ნიკორას" ჰოლდინგში ერთიანდება კომპანია "ინტრეიდი", რომელიც ქართულ ბაზარზე მსოფლიო მასშტაბის ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ბრენდების იმპორტითაა დაკავებული.   

"ნიკორას" საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი წვლილითაც ღირსეული ადგილი უჭირავს ქართველ მწარმოებლებს შორის. კომპანიას არსებობის მანძილზე 300 მილიონ ლარზე მეტი აქვს შეტანილი ქვეყნის ბიუჯეტში

"ნიკორა" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018  სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა. როგორც წარმოებაში, ასევე მენეჯმენტში ზედმიწევნით იცავს ხარისხის მართვის და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებს. კომპანია წარმოების პროცესში მსოფლიოში ცნობილი სამრეწველო ბრენდების - "ლასკას", "ჰანტმანის", "ფემაგის", "მულტივაკის", "პოლიკლიპის", "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგისა" და "შალერის" თანამედროვე დანადგარებს იყენებს.  ამას გარდა, ჰოლდინგში ფუნქციონირებს თანამედროვე მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, რომელიც  წარმოებული პროდუქციის ხარისხს ყოველდღიურად ამოწმებს

სს "ნიკორა": 200050675

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2 

 

სს ნიკორას შემადგენლობაშია

6
8
8 სხვადასხვა მიმართულების კვების პროდუქტების საწარმო
2
500
500 პროდუქტი ჰოლდინგის მასშტაბით
7
120
120 სატრანსპორტო საშუალება სადისტრიბუციო ქსელში
3
4
4 სასაწყობე მეურნეობა თბილისსა და რეგიონებში
550
550 სუპერმარკეტი საქართველოს მასშტაბით
4
2
ნედლეულისა და მსოფლიო ბრენდების პროდუქციის იმპორტიორი 2...
1
ერთი ფერმა
5
1
ერთი საკალმახე მეურნეობა

სს ნიკორას მფლობელობაში არსებული ობიექტები საქართველოს მასშტაბით

თბილისი

თბილისი

✔ სათაო ოფისი

✔ ხორცპროდუქტების საწარმო

✔ თევზეულისა და ზღვის პროდუქტების საწარმო

✔ რძის პროდუქტების საწარმო

✔ ნაყინის საწარმო

✔ პურ-ფუნთუშეულის საწარმო

✔ იმპორტიორი კომპანიები

✔ სასაწყობე მეურნეობა

✔ სადისტრიბუციო ქსელი

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 184 ობიექტი

✔ "ნუგეშის“ ჯიხური - 9 ობიექტი

✔ "ლიბრეს“ სუპერმარკეტი - 140 ობიექტი

ქობულეთი

ქობულეთი

✔ "ნიკორა“ სუპერმარკეტი - 7 ობიექტი

ქუთაისი

ქუთაისი

✔ "ნიკორა“ სუპერმარკეტი - 8 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 4 ობიექტი

ბათუმი

ბათუმი

✔ "ნიკორას" სუპერმარკეტი - 19 ობიექტი 

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე"- 5 ობიექტი

✔ სასაწყობე მეურნეობა 

ზუგდიდი

ზუგდიდი

 "ნიკორას" სუპერმარკეტი - 4 ობიექტი 

 სუპერმარკეტი "ლიბრე" - 9 ობიექტი 

ფოთი

ფოთი

✔ რეგიონალური ოფისი

✔ ხორცპროდუქტების რეგიონალური საწარმო

✔ სასაწყობე მეურნეობა

✔ სადისტრიბუციო ქსელი

✔ "ნიკორა“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 1 ობიექტი

რუსთავი

რუსთავი

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 12 ობიექტი

სენაკი

სენაკი

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 1 ობიექტი

წალენჯიხა

წალენჯიხა

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 2 ობიექტი

ოზურგეთი

ოზურგეთი

✔ საკალმახე მეურნეობა

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 2 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 1 ობიექტი

 

სამტრედია

სამტრედია

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 2 ობიექტი

ზესტაფონი

ზესტაფონი

✔ "ნიკორას" სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 2 ობიექტი

გურჯაანი

გურჯაანი

"ნიკორას" სუპერმარკეტი -  2 ობიექტი 

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 4 ობიექტი

თელავი

თელავი

✔ რეგიონალური ოფისი

✔ სასაწყობე მეურნეობა

✔ სადისტრიბუციო ქსელი

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 5 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 6 ობიექტი

 

ლაგოდეხი

ლაგოდეხი

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 1 ობიექტი

საგარეჯო

საგარეჯო

✔ "ნიკორას“ სუპერმარკეტი - 2 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 2 ობიექტი

ყვარელი

ყვარელი

✔ "ნიკორა“ სუპერმარკეტი - 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 4 ობიექტი

ბაკურიანი

ბაკურიანი

✔ "ნიკორას" სუპერმარკეტი - 9 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 1 ობიექტი

გარდაბანი

გარდაბანი

✔ "ნიკორა სუპერმარკეტი“ – 1 ობიექტი

✔ სუპერმარკეტი "ლიბრე" - 2 ობიექტი

✔ ფერმა

ურეკი

ურეკი

✔ "ნიკორას" სუპერმარკეტი - 2 ობიექტი

რუხი

რუხი

✔ "ლიბრეს" ჰიპერმარკეტი - 1 ობიექტი

გორი

გორი

✔ „ნიკორას" სუპერმარკეტი - 2 ობიექტი

✔ სუპერმაკეტი "ლიბრე" - 8 ობიეტი