სავაჭრო ნიშნები
მზარეული

მზარეული

ქართული, რუსული და ევროპული სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს "ნიკორას" შვილობილი კომპანია "მზარეული" 2003 წლიდან აწარმოებს. 60-მდე სახეობის პროდუქტი ISO-ს სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილ საწარმოში მზადდება და გამორჩეული საგემოვნო თვისებების წყალობით, სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.  

"მზარეულის" პროდუქცია მაქსიმალურადაა გაჯერებული იმ ვიტამინებითა და სასარგებლო ელემენტებით, რაც ნედლი პროდუქტისთვისაა დამახასიათებელი, რადგან მისი წარმოებისას გამოიყენება გაყინვის თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც მზა პროდუქციაში მაქსიმალურად უზრუნველყოფს საგემოვნო თვისებებისა და კვებითი ღირებულებების შენარჩუნებას.  

"მზარეული" სს "ნიკორას" ჰოლდინგში ერთ-ერთი უმსხვილესი საწარმოა. მასში განთავსებულია "დომინიონის", "ჰაეკის", "ალოპაკის", "მაუტინგის" "შალერისა" და სხვა ცნობილი მწარმოებლების თანამედროვე დანადგარები.