სს ნიკორას შესახებ

"ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 21 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.


დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო  ქსელის განვითარება და  მომხმარებელს  მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი -  280-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 6000-ს აჭარბებს.

"ნიკორა" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.

დაწვრილებით

ნიკორამ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გ...

"ნიკორამ“ საქართველოს ბანკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის სტუდენტები კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე სტაჟირებას გაივლიან და პრაქტიკულ გამოცდილებასაც მიიღებენ. მემორანდუმი 1-წლიან პერიოდს მოიცავს.        
დაწვრილებით
მაი
16
2019

ნიკორა სუპერმარკეტი ოქროს ბრენდი 2018-ის ტიტულის მფლობელი გახდა

"ნიკორა სუპერმარკეტი“ "ოქროს ბრენდი 2018“-ის ტიტულის მფლობელი გახდა, ნომინაციაში - N1 ქართული ბრენდი. გამარჯვებულები კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. "ოქროს ბრენდის" დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენასა და დაჯილდოვებას, რომლებმაც საქმიანობაში ...
დაწვრილებით
აპრ
26
2019

ნიკორა ტრეიდსა და ლუკოილ ჯორჯიას შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდ...

სს "ნიკორა ტრეიდსა“ და შპს "ლუკოილ ჯორჯიას“ შორის ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. “მოხარულები ვართ, რომ მომხმარებლებს ექსპრეს ფილიალების ფორმატს უკვე „ლუკოილი“-ს სადგურებზეც შევთავაზებთ. ეს იქნება ევროპულ სტანადრტებზე მორგებული, მომხმარებლის სურვილების მაქსიმალური გათვალისწინებით შერჩეული ასორტიმენტის ფილიალები, სადაც განთავსებული იქნება მცირ...
დაწვრილებით
აპრ
23
2019

ნიკორა Forbes Georgia-ს 100 უმსხვილესი კომპანიის სიაში - როგორ გახდა კ...

100-მა უმ­სხვი­ლეს­მა ბიზ­ნეს­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ოპე­რი­რებს, 2017 წელს ჯამ­ში 17,5 მი­ლი­არ­დი ლა­რის ოდე­ნო­ბით შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო; ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ აღ­ნიშ­ნულ შე­მო­სა­ვალ&s...
დაწვრილებით
აპრ
19
2019

კომპანია ნიკორა სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, “ნი­კო­რა“აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 4 წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი&sh...
დაწვრილებით
აპრ
09
2019

ჰოლდინგის შესახებ

ქრონოლოგიური ფაქტები

ფინანსური შედეგები