სს “ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების ვადა - 5 წელია. საპროცენტო სარგებელი - TIBR 3M-ს + 325 საბაზისო პუნქტი.
მოზიდული ინვესტიციით კომპანია გეგმავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, უმსხვილესი ლოჯისტიკური ცენტრის აშენებას.
ცენტრი სრულად იქნება ენერგო ეფექტური და მომართული მწვანე ენერგიის მხარდასაჭერად.