სავაჭრო ნიშნები
სუპერმარკეტების ქსელი

სუპერმარკეტების ქსელი

"ნიკორას" პირველი სუპერმარკეტი თბილისში, 2000 წელს გაიხსნა. მომდევნო წლებში, ქსელი გაფართოვდა და სრულიად საქართველო მოიცვა.

ამჟამად, "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 500-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი.

კომპანიის ქსელში სრულადაა წარმოდგენილი სს "ნიკორას" ჰოლდინგში შემავალი ბრენდების პროდუქციის ასორტიმენტი - ასევე სხვა უცხოური და ქართული წარმოების კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები.

უმაღლესი ხარისხი, ასორტიმენტის მრავალფეროვნება, არჩევანის თავისუფლება, მაქსიმალური კომფორტი და ხელმისაწვდომი ფასები - "ნიკორას" სუპერმარკეტების მთავარი უპირატესობაა.

სს "ნიკორა ტრეიდი“: 206255808

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2