"ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ოთხ რეგიონულ სკოლას ესტუმრა და საჭირო ნივთებით დაასაჩუქრა. საუბარია კომპიუტერებზე, წიგნებზე და საკანცელარიო ნივთებზე.
ამჯერად ჩვენი სტუმრობა შემდეგ სკოლებში შედგა:
სკოლების შერჩევა განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად მოხდა.
“ნიკორა ჯგუფი” სკოლების დახმარების პროგრამას რამდენიმე წელია ახორციელებს. საერთო ჯამში უკვე 30-ზე მეტი სკოლის დახმარება შევძელით. პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. კომპანიის მიზანია, მთის რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე ჰქონდეთ წვდომა. მათი განათლების მიღების შესაძლებლობები არ უნდა ჩამორჩებოდეს ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შესაძლებლობებს.