CSR
ნიკორ ტრეიდმა კლუბი ნიკორელი შექმნა

ნიკორ ტრეიდმა კლუბი ნიკორელი შექმნა

შრომითი უფლებები

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია "ნიკორა ტრეიდმა“ კლუბი "ნიკორელი“ შექმნა.

კლუბი “ნიკორელი’’ "ნიკორა ტრეიდის’’ თანამშრომლებს უამრავი საინტერესო აქტივობის გარშემო აერთიანებს. მორგებულია ნებისმიერი თანამშრომლის სურვილებსა და ინტერესებზე.

კლუბის წევრების კვირა გამაჯანსაღებელი, ინტელექტუალური და გასართობი აქტივობებით არის დატვირთული. "ნიკორელები’’ სასურველს, ინტერესებიდან გამომდინარე, თავად ირჩევენ. აქვთ შესაძლებლობა, იარონ ექსკურსიებზე, შეხვდნენ სასურველ სტუმარს და ჩაერთონ მათთან საინტერესო დისკუსიაში, დაკავდნენ ფიზიკური აქტივობებით, გაერთონ ერთად, გაატარონ დრო კინო-თეატრში, დაესწრონ სპეციალურად მათთვის ორგანიზებულ სეზონურ ივენთებს და მონაწილეობა მიიღონ არა ერთ გათამაშებაში ‘’ნიკორა ტრეიდი’’-ს სრული დაფინანსებით.

ეს არის პროექტი, რომელიც თავისი შინაარსით და მასშტაბით უპრეცედენტოა და არის ახალი სიტყვა თანამშრომლებზე ზრუნვის ისტორიაში.

ამასთან, კლუბის წევრებს აქვთ ბარათი, რომლის მფლობელებიც "ნიკორას“ ქსელში, ნებისმიერ პროდუქტზე, -5% ფასდაკლებას იღებენ. გარდა ამისა, ბარათის მფლობელებს აქვთ ფასდაკლებები პარტნიორ კომპანიებში, რომელთა სიაც პერიოდულად იზრდება.