ვაგრძელებთ მხარდაჭერას და ამჯერად, "ნიკორა ჯგუფის" დახმარებით ვარკეთილში 180 ძირი არიზონის კვიპაროსის ხე დაირგო.
ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი აქტივობები, ქალაქის მწვანე საფარის შექმნა, ამიტომ ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში.
პროექტი თბილისის საკრებულოსთან ერთად "გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში განხორციელდა.