"ნიკორა ჯგუფი" მაღალმთიანი სოფლის სკოლების კომპიუტერებით, სასკოლო ნივთებითა და საკითხავი ლიტერატურით დახმარების პროგრამას აგრძელებს.
ამჯერად შემდეგ სკოლებს ვეხმარებით:
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრის საჯარო სკოლა;
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის №2 საჯარო სკოლა;
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სპასოვკის №1 საჯარო სკოლა;
იაკობ ტრიპოლსკის სახელობის დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის №1 საჯარო სკოლა.
პროექტის მიზანია მოსწავლეების წახალისება, სკოლების თანამედროვე კომპიუტერებით აღჭურვა, სასკოლო ბიბლიოთეკების ახალი წიგნებით შევსება, რათა რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ლიტერატურაზე უკეთესი წვდომა ჰქონდეთ.