CSR
კომპანია ნიკორა სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

კომპანია ნიკორა სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

განათლების მხარდაჭერა

თა­ვი­სუ­ფალ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის თა­ნახ­მად, “ნი­კო­რა“აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კვე­ბის პრო­დუქ­ტე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის 4 წარ­მა­ტე­ბულ სტუ­დენტს ყო­ველ­თვი­ურ სტი­პენ­დი­ას გა­დას­ცემს. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი 2018 წელს და­ი­დო და შარ­შან­დე­ლის მსგავ­სად, წელ­საც “ნი­კო­რა“ 4 სტუ­დენტს სტი­პენ­დი­ას უ­ნიშ­ნავს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრში სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი კვლავ ის სტუ­დენ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ, ვინც გა­სულ წელს, და მათ 6 თვი­ა­ნი სტი­პენ­დია გა­უგ­რძელ­დათ.

სტუ­დენ­ტებ­ზე ზრუნ­ვის ფარ­გლებ­ში “ნი­კო­რამ“ სა­წარ­მო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ექ­სკურ­სი­აც ჩა­ტარ­და, რო­მე­ლიც მი­ზა­ნად ისა­ხავ­და, რომ სტუ­დენ­ტებს სა­წარ­მოო პრო­ცეს­ზე მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ე­ღოთ და რე­ა­ლო­ბა­ში ენა­ხათ ის ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლო­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­წარ­მო­ში აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთი სტუ­დენ­ტი მა­რი­ამ გო­გე­ლი­ძე და­საქმდა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად "ნი­კო­რას“ სტი­პენ­დი­ან­ტი­ცაა. ის “ნი­კო­რას“ სა­წარ­მო­ში ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტის პო­ზი­ცი­ა­ზეა და­საქ­მე­ბუ­ლი და აქ იგი აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მარ­თუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მის ფარ­გლებ­ში მოხ­ვდა.