სიახლეები
ბათუმში XL-ის ფორმატის ნიკორას სუპერმარკეტი გაიხსნა

ბათუმში XL-ის ფორმატის ნიკორას სუპერმარკეტი გაიხსნა

01 ივლ. 2017

1 ივლისს, ბათუმში "ნიკორას" ყველაზე დიდი ფორმატის სუპერმარკეტი გაიხსნა. 

სრულიად განსხვავებული დიზაინის სავაჭრო ობიექტი "მეტრო სითი ფორუმის" ტერიტორიაზე მდებარეობს და მის სივრცერში ნებისმიერი სახის პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი. 

სუპერმარკეტში წარმოდგენილია ძეხვეულის, ხორცეულის, თევზეულის, ხილ-ბოსტნეულისა და მზა კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტი - საკონდიტრო საცხობი, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების შოურუმები. აქვე, ტურისტებისთვის ქართულკი კუთხეცაა მოწყობილი.  

ნიკორა XL-ის გახსნის ცერემონიალმა პანტომიმის თეატრის მსახიობების, დრამერების გუნდისა და უგემრიელესი ფურშეტის თანხლებით ჩაიარა. ზეიმი ტორტის გაჭრით დაგვირგვინდა.

გახსნის დღესთან დაკავშირებით, ბათუმელ მომხმარებლებსა და ქალაქის სტუმრებს, საშუალება ჰქონდათ სხვა უამრავი აქციისა და შეთავაზების პარალელურად, სასურველი პროდუქცია  20%-იანი ფასდაკლებით შეეძინათ.