სიახლეები
ნიკორა სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

ნიკორა სტუდენტებზე ზრუნვას აგრძელებს

09 ოქტ. 2019

"ნიკორა“ სტუდენტებზე ზრუნვას კვლავაც აგრძელებს.

თავისუფალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, "ნიკორა“ აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს ყოველთვიურ სტიპენდიას მიმდინარე სემესტრშიც გადაუხდის.

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტების სიაში სიახლეა და უკვე მოქმედ წარმატებულ სტიპენდიანტებს 2 ახალიც შეემატა. ამასთან, ერთ-ერთი სტიპენდიატი უკვე ჩვენი თანამშრომელიცაა.