სიახლეები
დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს ნიკორამ საჩუქრები გადასცა

დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს ნიკორამ საჩუქრები გადასცა

04 ივნ. 2024

“ნიკორა ჯგუფმა” თბილისის დინამოს ვეტერან ფეხბურთელებს საჩუქრად “ნიკორა სუპერმარკეტების” ქსელის ვაუჩერები გადასცა. დინამოს ვეტერანი ფეხბურთელები მოწვეულნი იყვნენ მინი ფეხბურთის საფინალო ტურნირზე, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში. ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა. “დინამოს“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს საჩუქრები სწორედ, მათი ღვაწლისა და დამსახურების პატივსაცემად გადაეცათ. ასევე, ღონისძიების დასრულების შემდეგ, პარკში, ფეხბურთელების სახელზე ზეთისხილის ხეც დაირგო .