სს “ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 120 მილიონი ლარის ემისიის მეორე ტრანში - 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა.
ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი: TIBR 3M-ს + 350 საბაზისო პუნქტია, ხოლო დაფარვის ვადა 5 წლით განისაზღვრა.
კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს.