სიახლეები
ნიკორას ახალი სუპერმარკეტები ფიქრის გორასა და საბურთალოს ქუჩაზე

ნიკორას ახალი სუპერმარკეტები ფიქრის გორასა და საბურთალოს ქუჩაზე

30 მაი. 2013

"ნიკორას" ქსელს დედაქალაქში კიდევ 2 ახალი სუპერმარკეტი შეემატა. სავაჭრო ობიექტები ფიქრის გორასა (იაკობ ნიკოლაძის #2/4) და საბურთალოს #10-ში (გამსახურდიას გამზ. 1-ლი კვარტალი, კორპ. 6ბ) მდებარეობს და მომხმარებელს ქართული და უცხოური წარმოების საკვები პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს, კომპანიის 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, "ნიკორას" ყველა ახალი სუპერმარკეტი შოუს ელემენტების თანხლებით იხსნება.  

ქსელის გაფართოების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს "ნიკორას" სავაჭრო ობიექტების მოდერნიზების პროცესიც. განახლებული სუპერმარკეტი სულ ახლახანს სამტრედიაში (რესპუბლიკის ქ. #1) გაიხსნა.