სიახლეები
ნიკორა ქსელის განახლებას აქტიურად განაგრძობს

ნიკორა ქსელის განახლებას აქტიურად განაგრძობს

20 სექ. 2014

19 სექტემბერს, დიდ დიღომში "ნიკორას" კიდევ ერთი განახლებული სუპერმარკეტი გაიხსნა. სავაჭრო ობიექტი პეტრიწის #9-ში მდებარეობს და აქ მოსახლეობას კიდევ უფრო კომფორტული და სასიამოვნო გარემო, მრავალფეროვანი ასორტიმენტის კვების პროდუქტები, ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები ელის. 

"ნიკორამ" მომხმარებლებს სიურპრიზებით დატვირთულ გახსნის ცერემონია - ფლეშმობი, გიგანტური თოჯინები, გემრიელი ფურშეტი, 50 ლარის ღირებულების შენაძენზე საჩუქარი და სხვა მხიარული ღონისძიებები შესთავაზა. 

სავაჭრო ობიექტის მომსახურებით სარგებლობა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი.