სიახლეები
ნიკორას ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს - ოქროს ბრენდის მფლობელები გახდნენ

ნიკორას ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟული ბიზნეს ჯილდოს - ოქროს ბრენდის მფლობელები გახდნენ

25 აპრ. 2016

ბრენდის ცნობადობის, პოპულარობის, წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ხარისხის, მარკეტინგული ფაქტორების გათვალისწინებით - 2015 წლის ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოვების ცერემონიალზე გამარჯვებულთა შორის "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოება და სუპერმარკეტების ქსელიც დაასახელეს.

კომპანიებს "ოქროს ბრენდის" ტიტული საქართველოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატის, კომპანია Global Idea-სა და გაზეთ The FINANCIAL -ის წარმომადგენელთა მიერ გამოკითხულ ექსპერტთა ხმათა დათვლის შედეგად მიენიჭათ.

"ოქროს ბრენდის" დაჯილდოვების ცერემონია 2006 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს იმ კომპანიების გამოვლენასა და დაჯილდოვებას, რომლებმაც გასულ წელს საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ "ოქროს ბრენდის" არსებობის მანძილზე, "ნიკორას" ხორცპროდუქტების წარმოება ჯილდოს მფლობელი მეშვიდედ გახდა.