სიახლეები
სმარტფონებისა და პლანშეტების მომხმარებლებს ნიკორა სუპერმარკეტი სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

სმარტფონებისა და პლანშეტების მომხმარებლებს ნიკორა სუპერმარკეტი სპეციალურ აპლიკაციას სთავაზობს

04 მარ. 2015

"ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელი Android-ისა და iOS-ის ოპერაციულ სისტემებზე მომუშავე სმარტფონებისა და პლანშეტური კომპიუტერების მფლობელებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.
აპლიკაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაეშვა მსურველებს საშუალებას აძლევს ტელეფონებისა და პლანშეტების მეშვეობით მუდმივად მიიღონ განახლებადი ინფორმაცია კომპანიის სავაჭრო ობიექტებში მიმდინარე ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ, გაეცნონ საინტერესო რეცეპტებს და საჭიროების შემთხვევაში, სატელიტის მეშვეობით მოიძიონ ინფორმაცია ,,ნიკორას" სასურველი სუპერმარკეტის ადგილმდებარეობისა თუ სამუშაო საათების შესახებ.

აპლიკაციის გადმოსატვირთად საჭიროა App Store-ის და Play Store-ის საძიებო სისტემაში Nikora-ს მითითება. აპლიკაციის ჩამოტვირთვა და მისი მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.