სიახლეები
ნიკორა ქსელის გაფართოებას განაგრძობს

ნიკორა ქსელის გაფართოებას განაგრძობს

30 ივნ. 2011

კომპანიის ახალი, რიგით 76–ე მაღაზია, 30 ივნისს აგლაძის 26 ნომერში (სავაჭრო ქსელ "მეგალაინთან") გაიხსნა. სუპერმარკეტის სტილის მაღაზიაში "ნიკორას" წარმოებული პროდუქციის გარდა, მომხმარებელს ახალ ხორცს, პირველადი მოხმარების საკვებ პროდუქტებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ჰიგიენის საშუალებებს, ჩამოსასხმელ ლუდს, დასაფქვავი ყავის მრავალფეროვან ასორტიმენტსა და  საბავშვო წიგნებს სთავაზობენ.

სუპერმარკეტში სწრაფი კვების ობიექტიცაა, სადაც მომხმარებელს უგემრიელესი ჰოთ–დოგისა და ჰამბურგერის დაგემოვნება ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად შეუძლია. აქვე შეგიძლიათ შეიძინოთ საქონლის ხორცისა და ბოსტნეულის უგემრიელესი სამწვადე.