სიახლეები
ნიკორამ სოფელ დიღომში რიგით 90-ე სუპერმარკეტი გახსნა

ნიკორამ სოფელ დიღომში რიგით 90-ე სუპერმარკეტი გახსნა

16 ნოე. 2013

"ნიკორას" მრავალრიცხოვან ქსელს კიდევ ერთი ახალი სავაჭრო ობიექტი შეემატა. კომპანიის მომსახურებით სარგებლობას ახლა უკვე სოფელ დიღმის მოსახლეობაც შეძლებს. ადგილობრივ მცხოვრებლებს ყველაზე კომფორტული გარემო, კვების პროდუქტების მრავალრიცხოვანი ასორტიმენტი და ყოველდღიური მოხმარების ჰიგიენის საშუალებები დ. აღმაშენებლის 58 ნომერში ელოდება. 

სუპერმარკეტის გახსნის ცერემონიალმა მხიარულ გარემოში - "ნიკორას" პროდუქციის დეგუსტაციისა და სიურპრიზების ფონზე ჩაიარა. 

შეგახსენებთ, რომ ყველაზე წარმატებული სავაჭრო ქსელი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში 29 ობიექტს, დედაქალაქში კი 61 სუპერმარკეტს ფლობს.