სიახლეები
დედაქალაქში ნიკორას 2 ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

დედაქალაქში ნიკორას 2 ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა

25 თებ. 2015

"ნიკორას" ქსელს ორი სავაჭრო ობიექტი შეემატა. კომპანიამ ახალი სუპერმარკეტები მუხიანსა და  ნუცუბიძის ქუჩაზე გახსნა. 

მუხიანის მე-2 მ/რ-ში, 22-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული ობიექტი მომხმარებლებს უკვე რამდენიმე დღეა ემსახურება, ნუცუბიძის 129 ნომერში კი "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტი, 24 თებერვალს გაიხსნა.

სუპერმარკეტები, კომპანიის სხვა ობიექტების მსგავსად, პროდუქციის მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს მომხმარებლებს. ადგილზე წარმოდგენილია, როგორც ქართული და უცხოური წარმოების კვების პროდუქტები, ასევე ჰიგიენის საშუალებები და ყოველდღიური მოხმარების საოჯახო ნივთები.

კომპანია ტრადიციას სხვა მხრივაც განაგრძობს - "ნიკორას" ახალი სუპერმარკეტები კვლავ  შოუს ელემენტების, მხიარული მუსიკისა და საჩუქრების თანხლებით გაიხსნა.