<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

ტრენერ-კონსულტანტი:

იმდენად დიდია მოტივაცია, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და სამსახურში როდის მივალ. სიამოვნებას მანიჭებს მომხმარებელთან ურთიერთობა - ჩემთვის ერთგვარი აზარტია. მინდა "ნიკორას" სუპერმარკეტებიდან ყველა კლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი გავიდეს.  

ბუღალტერი:

კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე - ყველა ძალიან დამეხმარა და ხელი შემიწყო დაწინაურებაში. ახლა "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ბუღალტერიის განყოფილების შეკრული, ერთიანი გუნდის წევრი ვარ და ძალიან მეამაყება მერქვას "ნიკორას თანამშრომელი". აუცილებლად ვეცდები მომავალშიც გამოვიჩინო თავი და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.   

მზა პროდუქციის საწყობის უფროსი:

პირველად მუშაობის დაწყებიდან 6 თვის მერე დამაწინაურეს... აქ შრომას გიფასებენ და შესაბამისად, წარმატებასაც მივაღწიე. "ნიკორაში" უამრავი მეგობარი შევიძინე და უამრავი სასიამოვნო წუთი გავატარე... ძალიან მიხარია, რომ კვების პროდუქტების სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.   
კარიერა ჩვენთან
ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი

ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერი

კომპანია ქალაქი თანამდებობა გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ნიკორა
თბილისი ტრენინგებისა და განვითარების მ... 06.04.2019 21.04.2019

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • თანამშრომელთა განვითარების გეგმების შემუშავება
  • შიდა კარიერული განვითარების პოლიტიკის შემუშავება ადამიანური რესურსების მართვის გუნდთან ერთად
  • ტრენინგების საჭიროების განსაზღვრა და სატრენინგო მოდულების შემუშავება
  • სატრენინგო ხარჯების გონივრული დაგეგმვა შიდა და გარე რესურსების ოპტიმალურად გამოყენებით და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული საკითხების კოორდინირება
  • კორპორატიული ტრენინგების ჩატარება შემდეგი მიმართულებებით: გუნდური მუშაობა, ლიდერობა და გუნდის მართვა, ეფექტური მოლაპარაკება, დროის მართვა, კონფლიქტების მართვა
  • ჩატარებული ტრენინგის ეფექტურობის შეფასება, ტრენინგის შედეგების ანალიზი, თანამშრომლებთან შესაბამისი უკუკავშირი და რეპორტინგი
  • არსებული ტრენინგ მოდულების გაუმჯობესებასა და განახლებაზე მუდმივი ზრუნვა
  • დამატებითი ტრენინგების მოძიება და ტრენერებთან/ ტრენინგ ცენტრებთან კომუნიკაცია
  • თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო და გუნდური აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია: ფსიქოლოგიის/სოციალური მეცნიერებების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
  • პერსონალის განვითარებისა და ტრენინგების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • სასურველია: გუნდური აქტივობების დაგეგმვა/განხორციელების გამოცდილების ქონა
  • TOT სერტიფიკატის ფლობა
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
  • ცოდნის გადაცემის, სწავლების უნარი
  • აუდიტორიის მართვის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
  • სისხარტე და ორგანიზებულობა


გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე vacancy@nikora.ge (მეილში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია) ან შეავსეთ აპლიკაცია