<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

ტრენერ-კონსულტანტი:

იმდენად დიდია მოტივაცია, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და სამსახურში როდის მივალ. სიამოვნებას მანიჭებს მომხმარებელთან ურთიერთობა - ჩემთვის ერთგვარი აზარტია. მინდა "ნიკორას" სუპერმარკეტებიდან ყველა კლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი გავიდეს.  

ბუღალტერი:

კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე - ყველა ძალიან დამეხმარა და ხელი შემიწყო დაწინაურებაში. ახლა "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ბუღალტერიის განყოფილების შეკრული, ერთიანი გუნდის წევრი ვარ და ძალიან მეამაყება მერქვას "ნიკორას თანამშრომელი". აუცილებლად ვეცდები მომავალშიც გამოვიჩინო თავი და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.   

მზა პროდუქციის საწყობის უფროსი:

პირველად მუშაობის დაწყებიდან 6 თვის მერე დამაწინაურეს... აქ შრომას გიფასებენ და შესაბამისად, წარმატებასაც მივაღწიე. "ნიკორაში" უამრავი მეგობარი შევიძინე და უამრავი სასიამოვნო წუთი გავატარე... ძალიან მიხარია, რომ კვების პროდუქტების სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.   
კარიერა ჩვენთან
ხორც-პროდუქტების ტექნოლოგი

ხორც-პროდუქტების ტექნოლოგი

კომპანია ქალაქი თანამდებობა გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ნიკორა
ფოთი ხორც-პროდუქტების ტექნოლოგი 12.04.2019 12.05.2019

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • წარმოებაში ტექნოლოგიური ციკლის დაგეგმვა
  • ასორტიმენტის განვითარებაზე ზრუნვა: ახალი რეცეპტურების შემუშავება ჰოლდინგის მთავარ ტექნოლოგთან შეთანხმებით და ტექნოლოგიური პროცესების გაწერა
  • წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულის განსაზღვრა, ხარისხის კონტროლი და წარმოებაში ჩაშვების უზრუნველყოფა
  • განახლებული ტექნოლოგიებისა და ახალი რეცეპტურების დანერგვისას, ასევე არსებული რეცეპტურების რედაქტირების შემთხვევაში თანამშრომლების გადამზადების უზრუნველყოფა
  • ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიის დანერგვის პროცესების მართვა და დაცვის მკაცრი კონტროლი
  • პროდუქციის ეტიკეტირების პროცესში უშუალო ჩართულობა შესაბამის სამსახურთან ერთად
  • საწარმოს კვლევით და ექსპერიმენტალური სამუშაოებში უშუალოდ მონაწილეობა მსგავსი საჭიროების შემთხვევაში
  • პროდუქციის ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრა და ზედამხედველობა
  • როგორც ნედლეულის, ასევე შუალედური და მზა პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი
  • სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინებით წარმოების პროცესის მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ცოდნა და გამოცდილება
  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის მიმართულებით
  • ​ხორც-პროდუქტების  ტექნოლოგად მუშაობის გამოცდილება
  • ხორც-პროდუქტების გადამუშავების ტექნოლოგიისა და საწარმოო პროცესების ცოდნა
  • სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი


გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე vacancy@nikora.ge (მეილში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია) ან შეავსეთ აპლიკაცია