<
იანვარი ,
თებერვალი ,
მარტი ,
აპრილი ,
მაისი ,
ივნისი ,
ივლისი ,
აგვისტო ,
სექტემბერი ,
ოქტომბერი ,
ნოემბერი ,
დეკემბერი ,
>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი

ტრენერ-კონსულტანტი:

იმდენად დიდია მოტივაცია, ერთი სული მაქვს როდის გათენდება და სამსახურში როდის მივალ. სიამოვნებას მანიჭებს მომხმარებელთან ურთიერთობა - ჩემთვის ერთგვარი აზარტია. მინდა "ნიკორას" სუპერმარკეტებიდან ყველა კლიენტი მაქსიმალურად კმაყოფილი გავიდეს.  

ბუღალტერი:

კომპანიის სადისტრიბუციო სამსახურში მუშაობა 4 წლის წინ დავიწყე - ყველა ძალიან დამეხმარა და ხელი შემიწყო დაწინაურებაში. ახლა "ნიკორას" სუპერმარკეტების ქსელის ბუღალტერიის განყოფილების შეკრული, ერთიანი გუნდის წევრი ვარ და ძალიან მეამაყება მერქვას "ნიკორას თანამშრომელი". აუცილებლად ვეცდები მომავალშიც გამოვიჩინო თავი და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწიო.   

მზა პროდუქციის საწყობის უფროსი:

პირველად მუშაობის დაწყებიდან 6 თვის მერე დამაწინაურეს... აქ შრომას გიფასებენ და შესაბამისად, წარმატებასაც მივაღწიე. "ნიკორაში" უამრავი მეგობარი შევიძინე და უამრავი სასიამოვნო წუთი გავატარე... ძალიან მიხარია, რომ კვების პროდუქტების სფეროში ყველაზე წარმატებულ კომპანიაში ვმუშაობ.   

თერმისტი

კომპანია ქალაქი თანამდებობა გამოქვეყნდა ბოლო ვადა
ოკეანე
თბილისი თერმისტი 09.09.2019 09.10.2019

ფუნქცია-მოვალეობები

  • პროდუქციის მიღება და თერმოდამუშავების კამერაში განთავსება
  • თერმოდამუშავების კამერის პროგრამული მართვა და ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი
  • თევზის თერმოდამუშავება და შებოლვა შესაბამისი სტანდარტების მიხედვით
  • მზა პროდუქციის საწყობისთვის დროულად მიწოდება
  • სამუშაოს დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის მოწესრიგება და დეზინფექცია
  • უბანზე არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის მონიტორინგი
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საშუალო განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

სამუშაო საათები: ღამის ცვლა.



გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მეილზე vacancy@nikora.ge (მეილში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია) ან შეავსეთ აპლიკაცია