ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია!
"ნიკორა" არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული კომპანია, რომელიც პროფესიონალთა გუნდით გახლავთ დაკომპლექტებული. ჰოლდინგის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: კვების პროდუქტების წარმოება, საცალო - სავაჭრო ქსელი, დისტრიბუცია და იმპორტი. შესაბამისად, ჩვენთან აუცილებლად მოიძებნება მიმართულება თქვენი დასაქმებისა და სამომავლოდ, კარიერული განვითარებისთვის.
"ნიკორა" ზრუნავს თითეულ თანამშრომელზე... ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარ/ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავებას - შესაბამისად, დასაქმებულთა კარიერული ზრდა და განვითარება კომპანიის ფარგლებში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
თავის მხრივ, დაწინაურების პერსპექტივა დიდი სტიმული და პროფესიონალიზმის გამოვლენის მოტივაციაა დასაქმებულთათვის.
"ნიკორაში" მეგობრული და დინამიური გარემოა - ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას და გუნდურ მუშაობას.
ნიკორაში მუშაობა - სწორად დაგეგმილი კარიერაა!