სიახლეები
ნიკორამ გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

ნიკორამ გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა

06 ივლ. 2018

კომპანია "ნიკორამ“ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მომხმარებელს ყველასთვის საყვარელი, გემრიელი პროდუქტები ახალ, პრაქტიკულ, დაცულ შეფუთვაში შესთავაზა.

ეს სასიამოვნო ინფორმაცია, რომ მომხმარებლებს გაეგო, გარკვეულ სუპერმარკეტებში პრომო თანამშრომლები წარვადგინეთ.

მათ ძალ-ღონე არ დაიშურეს და თითოეულ მომხმარებელს შეფუთული პროდუქციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.

საუკეთესო შედეგების მქონეებს კი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.