სიახლეები
ნიკორას ორგანიზებით, გრანდიოზული დასაქმების ფესტივალი გაიმართა

ნიკორას ორგანიზებით, გრანდიოზული დასაქმების ფესტივალი გაიმართა

30 ივლ. 2018

პირველად საქართველოში, "ნიკორას“ ორგანიზებით, გრანდიოზული დასაქმების ფესტივალი გაიმართა.

დედაენის ბაღში განთავსებულ დასაქმების ზონებში, მსურველებმა კომპანიაში არსებული ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, გაიმართა სხვადასხვა გასართობი თამაშები, ასევე თანამშრომლების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და ყველაზე გამორჩეული ქართული ბენდის "Bedford Falls“-ის ლაივ კონცერტი.

დედაენის ბაღში მოსულ სტუმრებს "ბრავოს“ ჰოთ-დოგები, სნეკები, ლუდი "ბადი“ და სხვადასხვა გამაგრილებელი სასმელები დახვდათ.