სიახლეები
სს ნიკორას გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით: არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს

სს ნიკორას გენერალური დირექტორის ირაკლი ბოქოლიშვილის თქმით: არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს

16 მარ. 2020

„ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში“– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრთან სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან გამართული შეხვედრის შემდეგ სააქციო საზოგადოება "ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ბოქოლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, არ არსებობს.

„ჩვენ მულტიფუნქციური კომპანია ვართ, გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, ასევე წარმოება, მაღაზიების ქსელი, ამიტომ თავიდან ბოლომდე ვხედავთ, რა სიტუაციაა დღეს ქვეყანაში. სინამდვილეში, არანაირი შიში და საფრთხე იმისა, რომ პროდუქტის ან ნედლეულის დეფიციტი იქნება, გამორიცხულია. მთავრობა ყოველდღიურ კავშირშია ჩვენთან, ქსელებთან, პულსზე უდევს ხელი, თუ რა პრობლემები გვაქვს. ახალი წლის დღეებშიც შეიძლება დაინახოთ დროებით ცარიელი თარო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი არ არის, მარაგები საკმარისია, ვმუშაობთ დაძაბულ, მაგრამ ჩვეულებრივ რეჟიმში“, – განაცხადა ირაკლი ბოქოლიშვილმა.