სავაჭრო ნიშნები
მზარეულის საცხობი

მზარეულის საცხობი

"მზარეულის საცხობი" "ნიკორას" ჰოლდინგში 2008 წელს გაერთიანდა, საზოგადოებაში  საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და დღეს, კომპანიის ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად ითვლება.

"მზარეულის" საწარმო თანამედროვე იტალიური დანადგარებითაა აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. უმაღლესი ხარისხისაა ნედლეულიც, რომელიც პროდუქციის წარმოების პროცესში გამოიყენება და ავსტრიის, ბელგიის, თურქეთისა და რუსეთის ავტორიტეტულ ქარხნებშია დამზადებული.

ასორტიმენტშია: სხვადასხვა სახეობის პური, გაყინული პროდუქტები, ფუნთუშეული და ტორტები.