"ნიკორა ჯგუფი" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 25 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, "ნიკორა ჯგუფში" ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.
დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა ჯგუფი" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.
"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 600-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 10000-ს აჭარბებს.
"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018 სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა.
სს "ნიკორა": 200050675