სს ნიკორას შესახებ

"ნიკორა ჯგუფი" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაფუძნდა და 25 წელია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, "ნიკორა ჯგუფში" ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.


დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა ჯგუფი" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო  ქსელის განვითარება და  მომხმარებელს  მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი -  600-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-მდე დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 10000-ს აჭარბებს.

"ნიკორა ჯგუფი" ერთ-ერთი პირველია ქართული კვების პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს შორის, ვინც მრავალი წელია ფლობს ISO 9001 : 2015 და ISO 22000 : 2018  სტანდარტებს და დანერგილი აქვს НАССР სისტემა.

სს "ნიკორა": 200050675

ქ. თბილისი, ალექსანდრე მრევლიშვილის ქ.#2 
დაწვრილებით

ნიკორა ტრეიდმა 120 000 000 ლარის ობლიგაციების მეორე ნაწილი (60 000 000...

სს “ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 120 მილიონი ლარის ემისიის მეორე ტრანში - 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების საპროცენტო სარგებელი: TIBR 3M-ს + 350  საბაზისო პუნქტია, ხოლო დაფარვის ვადა 5 წლით განისაზღვრა. კომპანია მოზიდულ სახსრებს თბილისში ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობისთვის გამოიყენებს.
დაწვრილებით
აგვ
12
2025

ნიკორა ჯგუფი ყაზბეგის,დუშეთის, კასპის და საგარეჯოს საჯარო სკოლებს დაეხ...

"ნი­კო­რა ჯგუ­ფი“ გა­ნათ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში ოთხ რე­გი­ო­ნულ სკო­ლას ეს­ტუმ­რა და სა­ჭი­რო ნივ­თე­ბით და­ა­სა­ჩუქ­რა. საუბარია კომპიუტერებზე, წიგნებზე და საკანცელარიო ნივთებზე. ამჯერად ჩვენი სტუმრობა შემდეგ სკოლებში შედგა: სსიპ ყაზ­ბე­გის...
დაწვრილებით
მაი
28
2025

ნიკორა ჯგუფი თანადგომას უცხადებს დაზარალებულ რეგიონებს

“ნიკორა ჯგუფი” ჩართულია დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებული რეგიონების დახმარების პროცესში. ჩვენ გადავცემთ კვების პროდუქტებს შესაბამის სამსახურებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ შემდგომ გადანაწილებას იმ ოჯახებისთვის, ვისაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა. ვიმედოვნებთ, რომ ვითარება მალე გაუმჯობესდება. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ გამოწვევის...
დაწვრილებით
თებ
27
2025

ნიკორა ტრეიდმა 120 000 000 ლარის ობლიგაციების პირველი ნაწილი (60 000 0...

სს “ნიკორა ტრეიდმა“, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერითა და სააგენტოს "აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 120 მილიონი ლარის ემისიის პირველი ტრანში - 60 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ობლიგაციების ვადა - 5 წელია. საპროცენტო სარგებელი - TIBR 3M-ს + 325 საბაზისო პუნქტი. მოზიდული ინვესტიციით კომპანია გეგმავს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭ...
დაწვრილებით
ოქტ
21
2024

ნიკორა ჯგუფი დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და ახმეტის საჯარო სკოლებს...

"ნიკორა ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მაღალმთიანი სოფლის სკოლების დახმარების პროგრამას აგრძელებს. ამჯერად გო­მა­რე­თის (დმა­ნი­სი), წინ­წყა­როს (თეთ­რი­წყა­რო), დარ­ბა­ზის (ბოლ­ნი­სი), საკობიანოს (ახმეტა) სკოლებს ვეწვიეთ და საჩუქრად: წიგნები, სასკოლო ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა გადავეცით. “ნი­კო&sh...
დაწვრილებით
ოქტ
21
2024

ჰოლდინგის შესახებ

ქრონოლოგიური ფაქტები

ფინანსური შედეგები